- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი“-ს პროექტის განხილვა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი“-ს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ,, ა(ა) იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტრის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“-ს, ა(ა)იპ ,,მეცხოველეობის განვითარების ცენტრი“-ს, ა(ა) იპ ,,ჩხორწყალისა და ქიმბაქტის გაერთიანება“-ს , ა(ა)იპ ,,ისტორიული მუზეუმი“-ს, ა(ა) იპ ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“-ს დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერებთან გამართა.
სამუშაო შეხვედრას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალიკა მალანია უძღვებოდა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ლაშა ჟვანია და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა ესწრებოდნენ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას ხვალ გააგრძელებს.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

