- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 წევრიდან, 25 წევრმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ ჯანო პერტაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კობა ჯიქია, მოადგილეებად კი თემო სახურია და გოგა თოლორდავა აირჩიეს.
საკრებულოში დარეგისტრირდა ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“. „ქართული ოცნების“ ფრაქციას რომანოზ ადამია უხელმძღვანელებს, „ხალხის ძალას“ კი ჯონი ჯალაღონია.
საკრებულოს წევრებმა აირჩიეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო , საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ გერონტი მამფორია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დაზმირ დარსალია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასრტუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჯიქია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ალიკა მალანია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ნარსია.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს

