- “ახალგაზრდული დღეები 2025” დასკვნითი კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მერიის ახალგაზრდული სათათბიროს ჩართულიბით, ქალაქ ჩხოროწყუში, 23 აგვისტოდან ,,ახალგაზრდული დღეები 2025“ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს