ჩხოროწყუში პირველობა ფრენბურთში მოყვარულებს შორის დასრულდა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში მოყვარულებს შორის დასრულდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 11- მა გუნდმა მიიღო.

ფინალში ერთმანეთს პირველი და მეორე ჭოღას გუნდები დაუპირისპირდნენ. მუნიციპალიტეტის ჩემპიონობა მეორე ჭოღას გუნდმა მოიპოვა.

ტურნირის ფინალს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა დაესწრნენ და გუნდებს გამარჯვება მიულოცეს. ასევე, საპრიზო ადგილის მფლობელ გუნდებს დიპლომები და საპრიზო თანხები გადაეცათ.