- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.
ღონისძიების მონაწილეებმა,საზეიმო მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოაწყვეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.