1 ივნისი ჩხოროწყუში

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა საბავშვო კონცერტი სტუდია ,,მარგალიტების“, “აისისა” და სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კი ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა. გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

მთელი დღის მანძილზე პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით გაიმართა.