24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

“ქ. თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.