- 26 მაისს, ჩხოროწყუში, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:
11:00 სოფელ ახუთში დამოუკიდებლობის დღესა და მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას სკვერში გაიმართება საზეიმო ღონისძიება.
11:30 საათიდან ქალაქის ცენტრში გაიმართება სპორტული ღონისძიებები: მასობრივი მძლეოსნური გარბენი და ტურნირი კარატე-დო-ში.
12:00 ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი.
დღის განმავლობაში ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში საჯარო სკოლებისა და სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეების მიერ მოეწყობა ნახატების გამოფენა-გაყიდვა.