- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯის ზუგდიდის ფილიალის ოფთალმოლოგებმა თვალის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 28 მარტს, კვლევები სოფელ ლესიჭინეს ამბულატორიის შენობაში გაიმართება.
სამედიცინო აქცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება.

