- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია მოადგილე თამარ ქობალიასთან, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრებს შეხვდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით ახალგაზრდების ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების მხარდაჭერის თაობაზე.
შეხვედრაზე განიხილეს ის შესაძლებლობები, რომლებიც ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე არსებობს ახალგაზრდული მიმართულებით.

