- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, მოადგილე თამარ ქობალიასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ თეა ტყებუჩავასთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუს ვახტანგ ფირცხელავას სახელობის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წევრებს შეხვდა და მათ გამარჯვება მიულოცა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 10 მარტს, ზუგდიდში გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ პირველობაში, ბადმინტონში ჩხოროწყუს გოგონათა გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებითა და თასებით.

