პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 20, 21 და 22 მარტს ჩხოროწყუდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 20, 21 და 22 მარტს ჩხოროწყუდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასვლა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან 08:00 საათიდან განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 599 858 123;