- სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ჭვილიშის უბანში საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე24, ხოლო სიგანე 7 მეტრია.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 965 000 ლარით დაფინანსდა.