ჩხოროწყუს საჯარო სკოლებმა 175 პირველკლასელი მიიღეს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლებში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სასწავლო დაწესებულება მეორე ცვლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს.

წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 175 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცა. მოსწავლეებს ემსახურება ასევე სასკოლო ტრანსპორტი.