- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ ლესიჭინესა და მუხურის #2 საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან შეიცვალა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუ, ის გასულ წლებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი გახდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ბიუჯეტი 20%-ით გაიზარდა. ასევე, ბაღებში სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე განისაზღვრა.

