ჩხოროწყუში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

  • ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მძლეოსნური გარბენი, ველო გარბენი, ტურნირი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში,საჩვენებელი გამოსვლები კარატესა და ტაიკვანდოში ჩატარდა.

ღონისძიებაში 150-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით, სერტიფიკატებით, სამახსოვრო საჩუქრებითა და მაისურებით მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

ასევე, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლიმპიური ორგანიზაციის ხელშეწყობით, საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მაისურები გადაეცა.