- გარდაიცვალა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რამაზ თოლორდავა. ის 46 წლის იყო. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამავე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რამაზ თოლორდავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს”.-ნათქვამია განცხადებაში.