ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

  • 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ორგანიზებით, მოსწავლეებისა და ადგილობრივი ანსამბლის მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

ასევე , ქალაქის ცენტრში გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები – შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, გარბენში, მინი ფეხბურთსა და კარატეში.

+22

7474