მერია: ჩხოროწყუში 16 პროგრამით 1456 ბენეფიციარმა ისარგებლა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერიაში სოციალური და ჯანდაცვის 16 პროგრამა მოქმედებს, რომლითაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები სარგებლობენ.

უწყების ცნობით, 2023 წელს აღნიშნული პროგრამებით 1456-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ბიუჯეტმა 677 562 ლარი შეადგინა.

2024 წელს დაფინანსება 10%-ით გაიზრდება