მემატიანე წერს,-1909 წლის 8 სექტემბერს (ძველი სტილით), მღვდელ-დიაკვნების გალობით, ხატ-სანთლებითა და თორმეტი დადიანური ზარბაზნის გრიალით, ადგილი, ჩხოროწყუს ეკლესია იყო აგებული, “ჩხოროწყუდ” მოინათლა. მერე ამ ადგილზე, ბაზრობა “იარმარკობა” იმართებოდა წლების განმავლობაში. ეს ტერიტორია, ანუ “ჩხოროწყუ”, 1917 წლამდე, ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლიდან კი, ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფია.
ჩხოროწყუს “ბიოგრაფიაში” ბევრი საინტერესო ფურცელია, ბევრი საინტერესო ადამიანი ამშვენებს მას. “ჩხოროწყუელები” ეტაპობრივად, მოუყვება მის მკითხველებს ამ ყველაფერს. მოუყვება ქალაქზე, რომელსაც მისმა ერთ-ერთმა შვილმა, თავის დროზე, სრულიად გულწრფელად უთხრა: “შენ პატარა პარიზი ხარ, ჩემო ჩხოროწყუ”