ჩხოროწყუში საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს

  • ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩის #3 და #5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარით ფინანსდება.