ჭოღაში საავტომობილო ხიდი შენდება

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდი შენდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება.

ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

2024 წელს ხიდები ჭვილიშსა და გარახაში აშენდება.