ხვალ, ჩხოროწყუ, ფოლკლორულ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს

  • 15 ივლისს, 17:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს „ლეგენდების ქვეყანა“ უმასპინძლებს.

ფესტივალში, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვან პროგრამას წარადგენენ.

ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.