26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ჩხოროწყუში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

იხილეთ 26 მაისის პროგრამა:

10:00 -დან მთელი დღის მანძილზე ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება სპორტული ღონისძიებები.

11.00 სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტის ყვავილებით შემკობა. იქვე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია.

12:00 ქალაქის ცენტრში მოეწყობა თეატრალური კოსტიუმირებული მსვლელობა.

12:30 მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. ასევე გაიმართება მხატვრული კითხვის, კალიგრაფიისა და სასკოლო თეატრალურ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება.

14:00 ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გაიმართება ფოტო გამოფენა , რომელიც მიეძღვნება ჩხოროწყუელ საზოგადო მოღვაეეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღმშენებლობაში.

#26მაისი#ესდღეჩვენია