- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ჯავშან ტექნიკა და საბრძოლო იარაღები.
ასევე ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულების დაჯილდოება.
მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საჯარო სკოლებისა და სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისიებები მერიის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით ჩატარდა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს