28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

  • მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი იქნება აღმაშენებლის ქუჩა, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

14:00-14:15 – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი.

14:00-17:30 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადება, საახალწლო ორცხობილების მოხატვა, სახეზე ხატვა, მინი ტილოზე ხატვა.

15:00-16:15 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი.

16:15-16:30 – ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.

16:30-17:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.

17:30-19:00 – კონცერტი: ინსტრუმენტული ბენდი “ნიუტონი”, ვოკალური კვარტეტი “ფორტე”, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, მარიტა როხვაძე, თიკა მახალდიანი, ვერიკო ტურაშვილი, სალომე ბაკურაძე.

19:00 – საზეიმო ფოიერვერკი.

წამყვანები: ია ნინიძე და ზურაბ მანჯავიძე.