ცოტნე სორდიას მორიგი წარმატება

  • უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც 35 ქვეყნის 2000-ზე მეტი კარატისტი მონაწილეობს, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი სპორტსმენებიც გამოდიან.

კარატისტმა ცოტნე სორდიამ -60 კგ. წონით კატეგორიაში 24 მონაწილეს შორის წარმატებით იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა პირველი ბრძოლა პოლონელ კარატისთან დათმო, რომელიც ფინალში გავიდა და ცოტნე დამაშვიდებელ წრეში გადავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელს სძლია ანგარიშით 6:0. შემდეგ, მესამე ადგილისათვის, უკრაინელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 6:1 დაამრაცხა.