საკაციო-სალაშხიოს უბანში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე კობა ჯიქიასთან ერთად, სოფელ ლესიჭინეში, საკაციო-სალაშხიოს უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე, რომელთა შორის არის სანიაღვრე არხის მოწყობა.

ამ ეტაპზე საკაციო-სალაშხიოს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. 4-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი. მერმა ხაზი გაუსვა დამატებითი სახსრების მოძიებისა და სრულყოფილი სანიაღვრე სისტემის მოწყობის აუცილებლობას.

,,მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად ვაგრძელებთ, ვისმენთ საჭიროებებს, რაც მათ აწუხებთ, რათა მათი ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, რაც აუცილებელი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ყველა პროექტი მოსახლეობის საჭიროებაზე იყოს მორგებული და სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს” – აღნიშნა ჯუმბერ იზორიამ.

მერმა შესაბამის სამსახურებს შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დროულად მოგვარება დაავალა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირება მოხდება.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს