ჩხოროწყუში მუნიციპალურმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყო

  • დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუნიციპალურმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყო. ახალი სერვისი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას თბილისის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა 20-ადგილიანი, 4 ერთეული სამგზავრო ავტობუსი, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური ავტობუსები სატესტო რეჟიმში 2027 წლის 1 იანვრამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

მუნიციპალური ავობუსების პირველ გასვლას სამარშუტო ხაზზე საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მუნიცალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცო და ავტობუსების მოძრაობის მარშრუტებზე სხვადასხვა მიმართულებით იმგზავრეს.

აღნიშნული ინიციატივა ჩხოროწყუს მერს ჯუმბერ იზორიას ეკუთვნის.

ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები და განრიგი იხილეთ ბმულზე.