ალექსანდრე წურწუმია “პერსონა 2026“-ის ტიტულზეა წარდგენილი

  • ჩხოროწყუელი ხელოვანი ალექსანდრე წურწუმია „პერსონა 2026“-ის ტიტულზეა წარდგენილი.

ალიკა წურწუმია კომპანია SilverNaice-ის დამფუძნებელია. 2024 წელს კი ჩხოროწყუში დააარსა უფასო ხელოვნების სასწავლო ცენტრი „შეგირდი“, სადაც დღეს 50-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება ხელოვნებას.

მისი წარდგენა „პერსონა 2026“-ზე ჩხოროწყუსთვისაც მნიშვნელოვანი სიახლეა და კიდევ ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება რეგიონიდან დაწყებულმა შრომამ ფართო აღიარებამდე მიიყვანოს ადამიანი.

წყარო: ჩხოროწყუ