დამოუკიდებლობის დღე ჩხოროწყუში

  • დღეს, ქალაქ ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

26 მაისი ასევე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის — მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ, ჩხოროწყუს , მარტვილის, წალენჯიხისა და აბაშის დელეგატმა ილია ინჯიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ, მოადგილეებთან ერთად, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას. ადგილზე, საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იყო ჯავშანტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა.

კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი ჩატარდა.

გაიმართა საზეიმო მსვლელობა, რომელშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მარტვილის,აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატმა ილია ინჯიამ , იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ, მისმა მოადგილეებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს.

დღის მანძილზე ასევე გაიმართა 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ჩხოროწყუს მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, ისტორიულ მუზეუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ასევე მხატვრებისა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს