დღეს, ჩხოროწყუ “მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს

  • დღეს, ქალაქი ჩხოროწყუ “მუსიკალურ საღამოს“ უმასპინძლებს.

ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები.

ღონისძიება, დღეს 19 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

•19:00 – 20:00 ფონური მუსიკა

•19:00 – 21:30 ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა

•19:00 – 20:00 ანიმატორები, საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი.

•19:00 – 21:30 სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი

•20:00 – 21:30 კონცერტი ქუჩის ბიჭების მონაწილეობით