ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია დასრულდა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა სოფელ ლეწურწუმეში, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღაში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ფასადები, სველი წერტილები, გამოიცვალა იატაკი, კარ-ფანჯრები და ჩატარდა ოთახების კოსმეტიკური სამუშაობი.

ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე სოფელ ახუთსა და მუხურში.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ჩატარდება.