მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები.