მუხურში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნუციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ბაღის შენობა, სათამაშო მოედნებითა და საბავშვო ატრაქციონებით კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც.

ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საბავშვო ბაღი შენდება.