ჩხოროწყუს მერიამ სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს გამოშვებული მრავალფუნქციური ტრაქტორი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 000 ლარად შეისყიდა.

ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრს გადაეცემა.

ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, საჭიროებისამებრ, მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.