ჩხოროწყუს მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან , 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.