ჩხოროწყუში “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში ტარდება სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები

  • ქალაქ ჩხოროწყუში “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში ტარდება სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი ჩხოროწყუელი ახალგაზრდები, სტუდენტები.

“ახალგაზრდული დღეები-2023” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომელიც 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.