ჩხოროწყუში კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს

  • დღეს, დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 20 გუნდი მონაწილეობს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის ფინალი 8 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა, ასევე საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება გახსნა და თამაშს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დაესწრო.

ტურნირი მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.