ჩხოროწყუში საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება

  • 10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა;

11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;

12 ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;

13 ივლისი 18:00 საათი – ხონი. საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში;

14 ივლისი 19:00 საათი – მარტვილი.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის ცენტრში; 19:30 გალა-კონცერტი.