ჩხოროწყუში სპექტაკლ “სალამურას” პრემიერა გაიმართა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა “ყირამალა“ მაყურებელს სპექტაკლ “სალამურას“ პრემიერა წარუდგინა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპექტაკლი არჩილ სულაკაურის ნაწარმოების “სალამურას“ მიხედვით დაიდგა და სცენაზე დათიკო დარსალიას რეჟისორობით იქნა წარმოდგენილი.

სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.