ჩხოროწყუში “შემოქმედებითი ფესტივალი” ჩატარდა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “შემოქმედებითი ფესტივალი” მუნიციპალიტეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით 26 აგვისტოდან მიმდინარეობს, რომელიც ოთო ნემსაძისა და ნათია დუმბაძის კონცერტით დასრულდა.

ასევე, საზეიმო ვითარებაში მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლის 38 წარჩინებულ კურსდამთავრებულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

შემოქმედებითი ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.

აქტივობებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.