საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 29, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 154, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *