შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მ/შ თეა ტყებუჩავასა და სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორ რამაზ კოხიასთან ერთად, საქართველოს პირველობაში გამარჯვებულ ჩხოროწყუელ კარატისტებსა და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მათ საჭიროებებსა და სამომავლო შედეგებს გაეცნო.

საქართველოს პირველობა კარატეში ქალაქ გორში, 12 წლიდან სხვადასხვა წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით WKF -ის წესების შესაბამისად ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს ყველა რეგიონის 406 სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრებაში ჩხოროწყუს კარატეს ჯგუფის ათმა სპორტსმენმა კატასა და კუმიტეში 11 საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: ანი ჯანჯღავა, დიეგო დემურია, ანრი ჯანჯღავა, ლიკა ფირცხალავა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს