- ქალაქ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 7 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი მონაწილეობდა.
ჩხოროწყუელმა სპორტსმენებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის სამ სახეობაში: მძლეოსნობაში, ტაეკვანდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.
ფესტივალზე ჩხოროწყუელმა ახალგაზრდებმა არაერთი საპრიზო ადგილი და მედალი მოიპოვეს. მძლეოსნობის ორ დისციპლინაში: ესტაფეტაში ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ თიკო სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაია. 500 მეტრზე სირბილში ვერცხლის მედალი მოიპოვა თიკო სიჭინავამ, ხოლო ტაეკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ხვიჩა სანაია.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის, სხვადასხვა უწყებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მხარდაჭერით ქალაქ ბათუმში გაიმართა. ფესტივალმა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა და მათ შორის ჩხოროწყუს წარმომადგენლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

