ხაბუმეში ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს

  • თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, 6 ოქტომბერს, სოფელ ხაბუმეში, მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

გამოკვლევები ხაბუმეს ადმინისტრაციულ შენობაში 11:00 საათიდან გაიმართება.

აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდება.