- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოკისპირულმა და გადაუღებელმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
უწყების ცნობით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რამდენიმე ადგილას განვითარდა მცირე მეწყრული პროცესებიც.
სტიქიის შედეგად ამორტიზებულია კირცხი–სარაქონის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდიც.
მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს პრობლემური მონაკვეთების გაწმენდა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიამ და მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ იზორიამ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილები.
შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

