ლუგელას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ.