- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მერმა ანგარიში დღეს ქვედა ჩხოროწყუს, ახუთისა და ლესიჭინეს მოსახლეობას წარუდგინა.
დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
•მუნიციპალიტეტში განხორციელდა 34 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბიუჯეტი 6 380 082 ლარი.
•15 კმ მანძილზე მიმდინარეობს გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია.
•სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდა 23 პროექტი. ბიუჯეტმა 1 955 000 ლარი შეადგინა.
•,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა მცირე ინფტრასტრუქტურული სამუშაოები. ბიუჯეტმა 446 000 ლარი შეადგინა.
•მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობა: ქალაქ ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლა, აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, სოფელ ნაფიჩხოვოსა და ზუმის საჯარო სკოლები; 4 სკოლაში ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
•ჯანდაცვა და სოციალური დაცვის 16 პროგრამით 1270 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. ბიუჯეტმა 561 187 ლარი შეადგინა.
•ქვედა ჩხოროწყუს ცენტრიდან საყალიჩაოს უბნამდე იწყება გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 735 000 ლარს შეადგენს.
•ტენდერი გამოცხადებულია და ახუთში, საჩიტაიოს უბანში დაიწყება გზის რეაბილიტაცია 4-კმ მანძილზე ასფალტის საფარით. პროექტის ბიუჯეტი 2 718 000 ლარს შეადგენს.
•სოფელ ლესიჭინეში იწყება 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს.
მერმა მოისმინა ასევე მოსახლეობის საჭიროებები და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები ესწრებოდნენ.
დათო გოგუა მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალ, 17 ნოემბერს, კირცხში, ლეწურწუმესა და ნაკიანში გამართავს.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს