მუხურში “ლაშაობა” გაიმართა

  • ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში, პოეტის სახლ-მუზეუმში “ლაშაობა“ გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები.

,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.